ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გამოცდას აგრძელებს

  10:56:47     06-08-2019

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ შეიტყვეს სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა. მათი თქმით, რაკეტები არ არის იდენტიფიცირებული თუ რა ტიპისაა ისინი.

ბოლო ორი კვირისი განმავლობაში, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეა რაკეტებს გამოსცდის.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს.

შესაძლოა, ბოლო დროს, ჩრდილოეთ კორეის გააქტიურება უკავშირდებოდეს შეერთბული შტატებისა და სამხრეთ კორეელი სამხედროების ერთობლივ წვრთნას.