თბილისის აეროპორტში სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მგზავრი დააკავეს, რომელსაც ხელბარგში 20 კილოგრამი მარიხუანა აღმოუჩინეს

  16:09:59     31-07-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენონით ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანა, უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

„27 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონა", ეჭვის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკიდან მომავალი, საეჭვო ტრანზიტული მარშუტის მქონე მგზავრის ვ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 20 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.