
გურამიშვილის გამზირზე ორი მამაკაცი მოკლეს
23:52:41     24-07-2019
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 78 ნომერში ორი ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, მოკლული მამაკაცები ძმები არიან.
ცხედრები საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე საათის წინ იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.