შეინარჩუნე წონასწორობა - დააზღვიე სესხი

  16:08:59     22-07-2019

სესხის დაზღვევა  იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას დაგიცავს , როდესაც ვეღარ ახერხებ სესხის დაფარვას. ასეთ დროს თიბისი დაზღვევა, 6 თვის განმავლობაში, შენ ნაცვლად გადაიხდის ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებას. 

შეგიძლია დააზღვიო შემდეგი ტიპის სესხები: სამომხმარებლო, იპოთეკური, ავტოსესხი და განვადება.

დაზღვევის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენაა საჭირო. დაზღვევის ფასი იწყება 4 ლარიდან და გამოითვლება ინდივიდუალურად, ღირებულება დამოკიდებულია სესხის ოდენობას და შერჩეულ ლიმიტზე,ყოველთვიური მაქსიმალური ანაზღაურების ლიმიტი 500 ლარია.

დაზღვევის შესაძენად აუცილებელია:

• იყო მინიმუმ 21 წლის

• დასაქმებული იყო საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში

• ბოლო 1 წლის მანძილზე გქონდეს უწყვეტი სამუშაო სტაჟი საქართველოში

 

რა შემთხვევები ანაზღაურდება: სამსახურიდან დათხოვნა და შრომისუუნარობა, უბედური შემთხვევის შედეგად.

სესხის დაზღვევის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, თიბისი დაზღვევის ფილიალებში და ონლაინ არის  შესაძლებელი.