ირანში 17 ადამიანი აშშ-ის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს - მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ

  15:08:03     22-07-2019

ირანული მედიის ცნობით, ირანში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) 17 ჯაშუში დააკავეს.

მედია ირწმუნება, რომ ჯაშუშები ირანის ინფორმაციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ გამოავლინა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაშუშებს უკვე გამოუტანეს განაჩენები და ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დაისჯება.

"გამოვლენილი ჯაშუშები მუშაობდნენ კერძო სექტორში ცენტრებში ეკონომიკურ, ბირთვულ, ინფრასტრუქტურულ და სამხედრო სფეროებში, სადაც ისინი საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდნენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.