Boeing-ი Super Hornet-ს 2020 წლამდე გამოუშვებს

  10:59:08     14-07-2011

ამერიკული ავიასამშენებლო კონცერნი Boeing-ი ავიაგამანადგურებელ F/A-18E/F Super Hornet-ის წარმოების 1000 ერთეულამდე გაზრდას აპირებს. ასევე გეგმავს მისი წარმოება 2020 წლამდე შეინარჩუნოს. ასეთი გადაწყვეტილების საბაბი ამერიკული პერსპექტიული მრავალფუნქციური გამანადგურებლის Lockheed Martin F-35 Lightning II-ის წარმოების პროგრამის შეფერხება გახდა. წარმოების ტემპის შენარჩუნებას Boeing-ი სწორედ Super Hornet-ის სხვადასხვა ქვეყნებისათვის მიყიდვით აპირებს, მათ შორის ბრაზილია, დანია და ქუვეითიც მოიაზრებიან. დღესდღეობით, Boeing-ს 700 ერთეულ Super Hornet-ზე აქვს შეკვეთა. მათ რიცხვში შედის აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების შეკვეთაც, რომელიც 41 ერთული გამანადგურებლის გადაცემას გულისხმობს. ამის შესახებ კონტრაქტი 2010 წლის ბოლოს გაფორმდა. როდის გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომელიც აღნიშნული სამხედრო ძალების მიერ 83 ერთეული F/A-18E/F-ის შეძენას ითვალისწინებს, ჯერჯერობით უცნობია. უცხოური შეკვეთებისათვის ძირითადად „საერთაშორისო ვერსიის“ გამოშვება მოხდება. საბაზისო ვერსიისგან იგი საწვავის კონფორმული ავზით იქნება გამორჩეული, რომელიც 1.36 ტონა საწვავს დაიტევს. გარდა ამისა, გამანადგურებელი მიიღებს F414EPE ძრავს გაწევის გაზრდილი რესურსით, ასევე შეიარაღების გაფართოებულ ნომენკლატურას და რადიომშთანთქავ საფარს. აშშ-ი Super Hornet-ს 1995 წლიდან უშვებს. ამ პერიოდის განმავლობაში Boeing-ს 500 ერთეული Super Hornet-ი აქვს გამოშვებული. ერთი F/A-18E/F-ის ღირებულება საშუალოდ 55 მილიონ დოლარს შეადგენს.