თუშეთის გზაზე, ჰესის მშენებლობისას მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

  13:21:51     12-07-2019

თუშეთის გზაზე, მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე, სამუშაოების შესრულების დროს მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა.

შუახნის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.