დონალდ ტრამპი: ბრიტანეთის ელჩი სულელი კაცია

  17:33:33     10-07-2019

დიდი ბრიტანეთის ელჩმა აშშ-ში თანამდებობა დატოვა. მიზეზი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესახებ ელჩის, კიმ დაროქის ელექტრონული მიმოწერების შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია გახდა.

წერილებში ელჩი ტრამპის ადმინისტრაციას შეუფერებელს უწოდებს. აღნიშნულს თავად თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და დიპლომატს „სულელი კაცი“ უწოდა.

მიუხედავად გასაჯაროებული წერილებისა, ბრიტანეთის ელჩს პრემიერ ტერეზა მეის სრული მხარდაჭერა ჰქონდა.