რევოლუციური პროექტი

  11:35:03     13-07-2011

პირველი ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც სამხედროებმა თვითმფრინავები გამოიყენეს, საჰაერო დაზვერვა იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავების პირველი გამოყენება სწორედ მოწინააღმდეგის პოზიციების დასაზვერად ხდებოდა. თვითმფრინავების შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნებიც იცვლებოდნენ.

1950-იან წლებში აშშ-ში მზვერავი U-2 შეიქმნა. მას შთამბეჭდავი მახასიათებლები გააჩნდა – 21000 მ-ს ფრენის სიმაღლისას, მისი ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა კი 6.5 სთ-ს შეადგენდა. თუმცა ჯერ კიდევ მისი საგამოცდო პროგრამის დასრულებამდე, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერო ბიუროს ხელმძღვანელ ალენ დალესის ინიციატივით, ახალ პერსპექტიულ სადაზვერვო თვითმფრინავის შესაქმნელად, ჯგუფის ჩამოყალიბება დაიწყეს.

მასზე მუშაობა Lockheed-ის პერსპექტიული კვლევების განყოფილება "სკან უორკს" დაევალა, რომელსაც თითქმის 40 წლის განმავლობაში გენიალური კონსტრუქტორი კლარენს ჯონსონი ხელმძღვანელობდა.

1958 წლისთვის თვითმფრინავის ესკიზური პროექტი მომზადდა. იმავე წლის აგვისტოში თვითმფრინავმა ნიშნული A-12 მიიღო. გამომდიანრე იქიდან, რომ თვითმფრინავს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი ზებგერითი სიჩქარით უნდა ეფრინა, მასზე იმ მომენტისთვის აშშ-ში არსებული ყველაზე ძლიერი ძრავების გამოყენება გადაწყდა. პროექტი, რომლის მიხედვითაც იქმნებოდა ეს თვითმფრინავი ძალზე გასაიდუმლოებული იყო და მის შესახებ მხოლოდ მასზე მომუშავე ინჟინრებმა, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, 3-მა კონგრესმენმა და ქვეყნის პრეზიდენტმა იცოდა.

ურთულეს ამოცანად საკონსტრუქციო მასალების შერჩევა იქცა. ტრადიციული ალუმინი აქ არ წავიდოდა - ჰაერთან ხახუნისას მაღალი ტემპერატურის გამო მისი გამოყენება შეუძლებელი იყო. ამიტომაც არჩევანი ტიტანსა (კონსტრუქიციის 85%) და კომპოზიციურ მასალებზე (15%) შეჩერდა. მაგრამ ტიტანის ფართო გამოყენებამ რამდენჯერაც გაუმარტივა ცხოვრება კონსრუქტორებს, იმდენჯერ გაურთულა ტექნოლოგებს - ტიტანის დამუშავება ძალზე რთულია. ეს კი საბოლოო ჯამში დეტალის დამზადების შრომატევადობისა და ამ დეტალის ფასის ზრდას იწვევს. პლანერის გარდა, მაღალი ტემპერატურის პირობებში გამართულად უნდა ემუშავად საწვავის და ჰიდროსისტემებსაც. მხოლოდ ფანარის დამინვის შექმნას სამი წელი და 2 მილიონი დოლარი დასჭირდა.

A-12 პირველად 1962 წლის 25 აპრილს, აფრინდა. კარიბის კრიზისმა, უფრო სწორედ კი კუბის თავზე მაიორ ანდერსონის U-2-ის ჩამოგდების შემდეგ, "სამმაჰიანი" მზვერავის პრიორიტეტი მკვეთრად გაიზარდა. სამ მაჰს თვითმფრინავმა 1960 წლის 20 ივლისს მიაღწია.

1965 წლისთვის სამხედროებმა თვითმფრინავის მიმართ ინტერესი დაკარგეს. თვითმფრიანვი მზად იყო მაგრამ პოლიტიკოსები მის გამოყენებას არ ჩქარობდნენ. შესაბამისად დღის წესრიგში ასეთი ძვირი თვითმფრინევების საჭიროების საკითხი დადგა. იმავე წლის ბოლოს თვითმფრინავებმა ვიეტნამის თავზე 15 სადაზვერვო ფრენა შეასრულეს. 30 ოქტომბერს მზვერავს ერთდროულად ექვსი რაკეტა ესროლეს. სამი მათგანი მისგან ახლოს აფეთქდა.

ჯამში 18 A-12 აშენდა. პროგრამა 1968 წელს დაიხურა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თვითმფრინავები მოხსნეს ცენტრალური სადაზვერო ბიუროს ბალანსიდან და მათი ფუნქციები სამხედრო-საჰაერო ძალების SR-71-ებმა შეითავსეს.

მართალია A-12-ის შემკვეთი ცენტრალური სადაზვერო ბიუროს იყო, მაგრამ ამ დაწესებულებისთვის, ამ თვითმფრინავის კოლოსალური შესაძლებლობები ნამდვილად ზედგემეტი იყო. კლარენს ჯონსონი ბოლომდე აპირებდა თავისი პირმშოს პოტენციალის რეალიზებას და სამხედრო-საჰაერო ძალებს სპეციალური მზვერავის შექმნა შესთავაზა, რომელსაც საჰაერო დარტყმების განხორციელებისაც შესძლებდა. ფირმამ პროექტზე მუშაობა 1962 წელს დაიწყო. თვითმფრინავი ნიშნულს RS-12-ს ატარებდა. კლარენს ჯონსონმა შეგნებულად ნიშნულ RS-ში Reconnaissance/Strike - სადაზვერვო/დამრტყმელი, Reconnaissance Strategic-ზე - სტრატეგიული მზვერავი, შეცვალა და შესაბამისად "უნივერსალურ" A-12-ზე განაგრძო მუშაობა. სწორედ ამ თვითმფრინავზე საუბრობდა 1964 წლის ივლისში პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი - მის ტექსტში თვითმფრინავი როგორც RS-71 ფიგურირებდა. მაგრამ საუბრისას პრეზიდენტს ასოები აერია და მან შეცდომით SR-71 წარმოთქვა. შეცდომა არარავის გამოუსწორებია და თვითმფრინავს ბოლომდე ეს სახელწოდება შერჩა.

მთავარ განსხვავებას ახალ და ძველ მზვერავებს შორის, ეკიპაჟის შემადგენლობაში მეორე წევრის არსებობა წარმოადგენდა, რომლის სამუშაო ადგილის, მფრინავის უკან განალაგეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვითმფრინავის შექმნიდან უკვე 50 წელზე მეტი გავიდა, მისი გარეგანი იერი დღესაც ავიაციაში ერთ-ერთ განსხვავებულად რჩება. მისი მსგავსი ფორმები სხვა არც ერთ თვითმფრინავში არ გამოყენებულა. კლარენს ჯონსონის მიერ ამ თვითმფირნავის გარეგანი იერის შექმნისას მიღწეულ წარმატებებზე დღესაც კი საუბრობენ.

თვითმფრინავზე განსაკუთრებული სახის საწვავი გამოიყენება, რომელსაც აალების მაღალი ტემპერატურა გააჩნია. ამ თვისების წყალობით საწვავი პლანერის გასაგრილებლად გამოიყენება. საწვავის სისტემის მილები შემონაკრეთან ახლოს გადიან და მის სიმხურვალეს საწვავი შთანთქავს. ფრენის კრეისერულ რეჟიმზე თვითმფრინავი წუთში საშუალოდ 600 კგ საწვავს მოიხმარს.

SR-71-ის სიგრძე 32.74 მ-ს, ფრთის გაქანი კი 16.94 მ-ს შეადგენს. ცარიელი თვითმფრინავი 30600 კგ-ს იწონის, მაქსიმალური ასაფრენი მასა კი - 77100 კგ-ს აღწევს. მისი ფრენის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე М=3,3-ია. რეალურად თვითმფრინავს მისი უნიკალური კონსტრუქციის წყალობით, მეტი სიჩქარითაც შეეძლო ფრენა. მაგრამ რისკზე წასვლას სპეციალისტებმა ფრენის სიჩქარის მაქსიმალური მნიშვნელობის შემოფარგვლა ამ დონეზე ამჯობინეს.

SR-71 პირველად 1964 წლის 22 დეკემბერს აფრინდა. მალევე შავი შეფერილობის გამო მას Blackbird – "შავი შაშვი" ეწოდა. 1967 წელს მწარმოებელმა შემკვეთს უკანასკნელი 32-ე თვითმფრინავი გადასცა, რის შემდეგაც მისი წარმოება შეწყდა.

აშშ-ი Blackbird-ს ვიეტნამის ომში აქტიურად იყენებდა. პირველი სადაზვერვო ფრენა 1968 წლის აპრილში შესრულდა. დაზვერვაში მონაწილე ოთხი თვითმფრინავს, ვიეტნამელებმა რამოდენიმე ასეული რაკეტა ესროლეს. მაგრამ უშედეგოდ. ორი თვითმფრინავი არასაბრძოლო დანაკარგის გამო ჩამოვარდა.

1973 წელს არაბეთ-ისრაელის ომისას თვითმფრინავს, იორდანიის, ეგვიპტისა და სირიის ტერიტორიების დასაზვერად იყენებდნენ.

თვითმფრიანვის შენახვა ძალზე ძვირი სიამოვნება იყო. ერთი სადაზვერო ფრენა, ფრენის წინა და შემდგომი ტექნიკური შემოწმებებისა და მფრინავი ტანკერის გამოყენების გათვალისწინებით, 8 მილიონი დოლარი ჯდებოდა. თანაც ახალი სათადარიგო ნაწილების შეკვეთა - თვითმფრინავის სერიული წარმოების დასრულების გამო უკვე შეუძლებელი იყო. ამიტომაც ერთი მზვერავის "კანიბალიზაციით" მწყობრში არსებული თვითმფრინავების საბრძოლო მდგომარეობაში შენახვა ხდებოდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში სულ უფრო თანამედროვე საზენიტო კომპელქსების გამოჩენამაც თავისი არგუმენტი იქონია და 1988 წლისთვის მწყობრში სულ 4 თვითმფრინავი ირიცხებოდა. მათი ექსპლუატაცია 1998 წელს შეწყდა.