ტაილანდმა შეიარაღებაში Saab JAS-39C/D Gripen მიიღო
11:26:41     13-07-2011
ტაილანდის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, შეიარაღებაში ექვსი გამანადგურებელი Saab JAS-39C/D Gripen მიიღეს. ამის შესახებ „ფლაიგლობალი“ იუწყება. ეს თვითმფრინავები ტაილანდმა 2011 წლის თებერვალში შეიძინა. მიღებული გამანადგურებლები შეიარაღებაში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც მისი მმართველი ექვსი პილოტის სწავლებები დასრულდა. ეს სწავლებები შვედეთში მიმდინარეობდა.
გამანადგურებლების მწარმოებელ კომპანიასთან კონტრაქტი, ტაილანდმა 2008 წლის თებერვალში გააფორმა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ტაილანდს ორი ერთადგილიანი Gripen C და ოთხი ორადგილიანი Gripen D უნდა მიეღო. უახლოეს წლებში, ქვეყანა ახალი Gripen-ებით დაძველებული F-5B/E Freedom Fighter/Tiger II-ების ჩანაცვლებას გეგმავს.