აქციის მონაწილეთა ნაწილი გახარიას გადადგომას ივანიშვილის რეზიდენციასთან ითხოვს

  15:15:17     03-07-2019

აქციის მონაწილეთა ნაწილი პროტესტის გამოსახატად ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ივანიშვილი ხალხის ხმას სახლთან ახლოს უკეთ გაიგებს.

აქციის მონაწილეებმა პროტესტს ავტომობილები სიგნალებითა და საყვირებით გამოხატეს. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე გახარია არ გადაგება.

ხოლო აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილმა შს სამინისტროსთან სტიკერები გააკრა წარწერით - BIDZINAXUI.