ლიბერმანი და ქანდაკებები ინდუსტრიული ობიექტებისგან

  11:22:26     13-07-2011

ალექსანდერ ლიბერმანი რუსი-ამერიკელი მხატვარი, მოქანდაკე და გამომცემელია.

დაიბადა კიევში, განათლება მიიღო პარიზში, სადაც გამომცემლის კარიერას მიჰყო ხელი ჟურნალში „Vu“. 1941 წელს, ნიუ-იორკში ემიგრირების შემდეგ, დაიწყო მუშაობა გამომცემლობაში „Conde Nast Publications“, სადაც მალე რედკოლეგიის დირექტორი გახდა (1962-94).

ლიბერმანმა ხატვა მხოლოდ 1950-იან წლებში დაიწყო, მოგვიანებით კი ლითონის სკულპტურასაც მიჰყო ხელი. მისი ადვილად ცნობადი ქანდაკებები აწყობილია ინდუსტრიული ობიექტებისგან (რკინის რელსების სეგმენტები, მილები, დოლები, მისთანანი) და ხშირად ერთგაროვან კაშკაშა ფერებშია შეღებილი. გამორჩეული ნიმუშები მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის, სტორმ კინგის ხელოვნების ცენტრის, ჰირშჰორნის მუზეუმის, ტეიტის გალერეასა და გუგენჰაიმის მუზეუმის კოლექციების ნაწილია.