
პენიტენციურ დაწესებულებაში, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს
11:43:34     01-07-2019
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, 4 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N086040619001 საქმეზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივნისს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისთვის. ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.