
პეკინის ქუჩაზე, „აიპლიუსის“ მაღაზიაში მძარცველი შეიჭრა
13:10:56     26-06-2019
თბილისში, პეკინის ქუჩაზე, „აიპლიუსის“ მაღაზიაში მძარცველი შეიჭრა.
მძარცველი სავარაუდოდ, დანით იყო შეიარაღებული. აღნიშნული პირი დაკავებულია.
ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს თანამშრომლები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.