ხულოში 45 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

  10:09:58     26-06-2019

ხულოში 45 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მკვლელობა სოფელ ხიხაძირში 25 ივნისს მოხდა. მკვლელობის მიზეზი უცნობია. შსს დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.