მოშუშული ცხვრის ხორცი
10:53:02     12-07-2011
მასალა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 4 თავი
ერბო - 100 გრამი
ბროწეულის წვენი - 1 ჭიქა
პილპილი, მარილი - გემოვნებით
ცხვრის მსუქანი ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად და შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან. ჩავაწყოთ ქვაბში, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავასხათ ცოტა წყალი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ. როცა მზად იქნება, გადავიღოთ ლანგარზე, მის წვენში ავურიოთ ბროწეულის წვენი, დაკეპილი ხახვი, დანაყილი ქინძი და ზედ გადავასხათ.