ბიფშტექსი დაჭრილი ჭარხლით

  10:52:33     12-07-2011

მასალა:

500 გრამი გატარებული ხორცი

100 გრამი პატარა კუბიკებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი

100 გრამი ჭარხლის მარინადი

2 სუფრის კოვზი გახეხილი ხახვი

2 ცალი კვერცხი

მარილი

წითელი პილპილი

მდოგვი

შესაწვავად საჭირო ცხიმი

ყველა პროდუქტი ავურიოთ ერთმანეთში და მიღებული ფარშისაგან გავაკეთოთ 1 ½ სმ სისქის ბიფშტექსი. შევწვათ გაცხელებულ ცხიმში და სუფრაზე შემწვარ კარტოფილთან ერთად მივიტანოთ.