ტორტი „ვიქტორია“

  10:51:04     12-07-2011

მასალა:

კვერცხი - 3 ცალი

შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა

არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა

მაწონი - 1 ჩაის ჭიქა

ნიგოზი - 200 გრამი

სოდა - 1 ჩაის კოვზი

ძმარი - 1 სუფრის კოვზი

ვანილი - გემოვნებით

სამი კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; თანდათან დავამატოთ ერთი ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა მაწონი, სოდა - გახსნილი ძმარში. მოვზილოთ ძალიან ნაზი (სქელი არაჟნის სისქის) ცომი, ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როცა ნახევრად გამოცხვება, დავასხათ ცილის მასალა, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

მიქსერით კარგად გავთქვიფოთ 3 კვერცხის ცილა, შევათქვიფოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი; როცა კარგად გასქელდება თანდათან დავამატოთ 200 გრამი ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, ეს მასა დავსხათ ცომს და გამოვაცხოთ ბოლომდე.