თანამედროვე ხელოვნება სან-ფრანცისკოში

  10:48:44     12-07-2011

სან-ფრანცისკოს თამანედროვე ხელოვნების მუზეუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია და ლენდმარკია სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში.

მუზეუმი გახსნა 1935 წელს, დამფუძნებელი დირექტორის გრეის მაკკენ მორლის ხელმძღვანელობით, როგორც „სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმი“ და ის პირველი მუზეუმი იყო დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ მე-20 საუკუნის ხელოვნებას მიეძღვნა.  დირექტორ ჰენრი ჰოპკინსის (1974-1986) პერიოდში, მუზეუმს ტიტულში დაერთო „თანამედროვე“ და სერთაშორისო რეპუტაცია მოიპოვა.

1995 წელს გაწეულ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციისა და ექსპანსიის შედეგად, მუზეუმი მის ამჟამინდელ ადგილზე გადავიდა სომას უბანში, იერბა ბუენას ბაღებთან, მარიო ბოტას პროექტის შესანიშნავ შენობაში. ამავე პერიოდში, ნიუ-იორკის მომას მიბაძვით, მუზეუმმა „სფმომა“ დაირქვა. მის კოლექციებში ინახება ჯექსონ პოლოკის, რიჩარდ დიბენკორნის, პაულ კლეეს, მარსელ დიუშანის და ანსელ ადამსის მნიშვნელოვანი ნამუშევრები, სხვა მრავალთა შორის.