ზუგდიდში 30 წლამდე ქალიშვილის ცემისათვის 56 წლის დედა დააკავეს

  15:24:17     17-06-2019

ზუგდიდის ცენტრში,ზვიად გამსახურდიას გამზირზე, სამართალდამცავებმა 56 წლის ქალი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. უწყებამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

არსებული ინფორმაციით, შვილი, რომელზეც დედა ძალადობდა, 30 წლამდე ქალია.