
ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინელი ქალი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
13:16:25     11-06-2019
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი, იულია სუსლიაკი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა და სუსლიაკს წინასწარი პატიმრობა 35 დღით გაუგრძელა.
ბრალდებული ქალს 2 თვიანი, წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურებოდა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ სუსლიაკი შვილების გაყიდვას გეგმავდა.
ამჟამად 10-ვე მათაგანი უკრაინაშია, სამშობლოში ისინი უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით წაიყვანეს.