„აბრეშუმის გზის მუზეუმი“
11:09:11     11-07-2011
ტოკიოს ეროვნული მუზეუმი დაფუძნდა 1872 წელს და იაპონიის უძველესი და უდიდესი მუზეუმია. მუზეუმი აგროვებს და ინახავს იაპონიისა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების ხელოვნების ნიმუშებისა და არქეოლოგიური ობიექტების ვრცელ კოლექციას. მუზეუმს 110.000-ზე მეტი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის ობიექტი აქვს, მათ შორის, 87 იაპონიის ეროვნული საგანძურის ნივთი და 610 განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის საგანი (2005 წლის ივლისის მდგომარეობით). მუზეუმი ამავე დროს ეწევა მის კოლექციასთან დაკავშირებულ კვლევასა და აწყობს საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
მუზეუმი მდებარეობს უენოს პარკში, ტაიტო-კუ, ტოკიო. ის მოიცავს იაპონურ გალერეას, აზიურ გალერეას, ჰიოკეიკანს, ჰეისეიკანს, ჰორიუძის საგანძურის გალერეას, კვლევისა და საინფორმაციო ცენტრსა და სხვა დაწესებულებებს. მუზეუმის გარე ბაღებში სეზონური გამოფენები ეწყობა.
მუზეუმის კოლექციების ძირითადი ფოკუსი უძველესი იაპონური და აზიური ხელოვნებაა, აბრეშუმის გზის გასწვრივ. აქვე არსებობს გრეკო-ბუდისტური ხელოვნების ვრცელი კოლექციაც. ინფორმაცია მუზეუმის კოლექციაზე მოცემულია იაპონურ, კორეულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.