სოფელ ბოდბისხევში მეზობელმა 36 წლის მამაკაცი მოკლა
10:34:27     04-06-2019
სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცს მეზობელთან შელაპარაკება მოუვიდა.
ბექა ჭაბაშვილს მეზობელი უკან დაბრუნების დროს გზაში ფიზიკურად გაუსწორდა. მამაკაცს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ ქვით აქვს მიყენებული.
დაშავებული წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.