ბუმერანგი - შოკოლადის ტორტი

  11:03:35     11-07-2011

მასალა:

150 გრამი ფქვილი

2 არასრული ჩაის კოვზი მშრალი საფუარი

125 გრამი კარაქი ან მარგარინი

2 არასრული სუფრის კოვზი კაკაო

200 გრამი შაქარი

2 ცალი კვერცხი

ცოტა მარილი

3 სუფრის კოვზი რძე

½ პაკეტი ვანილი

შიგთავსისათვის:

1 ჭიქა შაქრის პუდრა

1 არასრული ჩაის კოვზი კაკაო

4 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი

1 სავსე ჩაის კოვზი დანაყილი ყავა

1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ქოქოსის თხილი

1 ჩაის კოვზი ვანილი

კარაქი, ქოქოსის თხილი, კაკაო, შაქარი და ვანილი კარგად ავურიოთ. განუწყვეტლივ ვურიოთ და დავამატოთ კვერცხები. შემდეგ დავამატოთ ფქვილი, მშრალი საფუარი, მარილი და ბოლოს ჩავასხათ  რძე. ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვათავსოთ მასში ცომი და ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე 40-45 წუთის განმავლობაში. შიგთავსის ყველა კომპონენტი ავურიოთ ერთმანეთში და ავთქვიფოთ სათქვეფელათი, კრემისებრი მასის მიღებამდე.

გაციებულ ტორტს წავუსვათ მიღებული შოკოლადის კრემი.