9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა
15:10:29     27-05-2019
9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა.
თავად იაგო ნებიერიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბავშვი არ მოუკლავს. ნებიერიძე მხოლოდ შეუტყობინებლობის გამო ითხოვს გასამართლებას.
შეგახსენებთ, გორში მცხოვრები 9 წლის ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაიკარგა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი პოლიციამ ლიახვის ნაპირთან ახლოს იპოვა. ბავშვს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. სამართალდამცველებმა 34 წლის იაგო ნებიერიძე ბრალდებულის სახით დააკავეს.
ის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნებიერიძე ბავშვს გარკვეული დროის მანძილზე უთვალთვალებდა.
იაგო ნებიერიძე მრავალჯერ ნასამართლევია.