ზესტაფონში, შრომის ქუჩას მოსკოვში მოკლული განგსტერის, ოთარ კვანტრიშვილის სახელი უწოდეს

  11:06:31     25-05-2019

ზესტაფონში, შრომის ქუჩას მოსკოვში მოკლული განგსტერის, ოთარ კვანტრიშვილის სახელი უწოდესოთარ კვანტრიშვილი წარმოშობით ზესტაფონიდან იყო და ის ოთხოცდაათიანი წლების კრიმინალურ რუსეთში ოლიგარქებთან დაპირისპირებას ემსხვერპლა.

კერძოდ: ცნობილი განგსტერი (რომელსაც რუსეთში ე.წ. კანონიერი ქურდების მინისტრს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უწოდებდნენ), ოთარ კვანტრიშვილი 1994 წლის 5 აპრილს, მოსკოვში, სნაიპერის იარაღიდან სამი გასროლით აბანოდან გამოსვლისას მოკლეს. 

მკვლელმა მოპირდაპირე სახლის სხვენიდან ისროლა. 47 წლის კვანტრიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა... მანამდე, დაახლოებით ერთი წლით ადრე  მოკლეს ოთარ კვანტრიშვილის უფროსი ძმა - ამირანიც.  

კვანტრიშვილი ქალაქ ზესტაფონში, 1948 წელს დაიბადა, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში გაატარა. 

1966 წელს მოსკოვშივე დაიჭირეს და გაასამართლეს გაუპატიურების ბრალდებით. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ საპატიმროდან მალევე, 1970 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

საფუძველი სამედიცინო დიაგნოზი  - „შიზოფრენია“ იყო...

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო კლასის სსრკ-ის სპორტის ოსტატი და რუსული მაფიის ქართველი მინისტრი გატაცებული იყო აზარტული თამაშებით, სწორედ აზარტული თამაშების წყალობით გაიცნო და დაუახლოვდა იგი რუს კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდ „იაპონჩიკს“.

80-იან წლებში, კვანტრიშვილმა, მოჭიდავეების, მძლეოსნებისა და მოკრივეების წყალობით ჩამოაყალიბა საკმაოდ მძლავრი დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც ძირითადად რეკეტით, ბიზნესმენთა დარეკეტებით იყო დაკავებული...

[I=2]მისი დანაშაულებრივი სინდიკატი შეეხო ბიძინა ივანიშვილის ბიზნესსაც, მათ შორის თავდაპირველად სიტუაცია საკმაოდ დაძაბულა, მაგრამ როგორც რუსული საიტები (მაგალითად კომპრომატ.რუ) წერს, მოგვიანებით ივანიშვილმა და კვანტრიშვილმა ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობა დაიწყეს... თუმცა, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, მათ შორის ისევ შავმა კატამ გაირბინა...

1985 წლიდან ოთარ კვანტრიშვილი უკვე საკმაოდ მსხვილი მეწარმეა. ქმნის კოოპერატივებს და აკონტროლებს, ტყის, ნავთობის, ფერადი ლითონების ექსპორტს. 1994 წელს კი უკვე  პოლიტიკურ პარტიას - "სპორტივნაია როსიას" აფუძნებს.

თუმცა, მას მალევე დაუპირისპირდნენ კრიმინალები და ოლიგარქები...

გამოძიების ვერსიით, კვანტრიშვილის მკვლელობის შემკვეთი ერთერთი კრიმინალური ავტორიტეტი, „სილვესტრი“ იყო - კუზმინი კი, უბრალო შემსრულებელი. 

თუმცა, იმ 14 ადამიანს შორის, რომელიც რუსეთის პროკურატურამ 1994 წელს, ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობის გამო დააკავა, არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც შემკვეთის შემკვეთს დაასახელებდა. 

ერთი რამ კი, რუსული მედიის აზრით, მაშინ ძალიან თვალშისაცემი გახდა - ფერადი ლითონებისა თუ საბანკო ბიზნესს უკვე სხვები, მათ შორის ქართველი ბიზნესმენები დაეპატრონენ, მათგან ერთ-ერთი კი, რუსეთში გამდიდრებული მილიარდელი და ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი იყო... 

რაც შეეხება ქუჩის სახელის ცვლილებას, საკრებულოს გადაწყვეტილებით, როგორც ჩანს, ზესტაფონში პრიორიტეტი არა შრომა, არამედ კრიმინალური გზით გამდიდრება და განგსტერობაა.