ჯულიან ასანჟს დამატებით 17 ახალი ბრალდება წარედგინა

  12:16:54     24-05-2019

WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს დამატებით 17 ახალი ბრალდება წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

მას საიდუმლო წყაროების მოპოვებასა და უკანონოდ გამოქვეყნებას ედავებიან.

ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ასანჟს ბრალად ედება ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევა. კერძოდ, კომპიუტერში შეღწევის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობა.

ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმე შვედეთშიც არის აღძრული. მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში მიმდინარე წლის 11 აპრილს აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს მას შემდეგ, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა.