ჩაწყობილის თამაშების საქმეზე 4 ფეხბურთელს პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენებს კი 10 000 ლარიანი გირაო
15:21:34     22-05-2019
ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ ფეხბურთელებიდან აღკვეთის ღონისძიების სახით 4-ს წინასწარი პატიმრობა, შეეფარდა დანარჩენებს კი მოსამართლემ გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილება ხმაურიანი პროცესის შემდეგ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალი პროკურატურამ 11 სპორტსმენს, მათ შორის 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს წაუყენა. ბრალი სასამართლო პროცესზე, ყოფილმა ფეხბურთელმა, ვახტანგ ჯაყელმა უკვე აღიარა. ჯაყელის გარდა პატიმრობა შეეფარდათ ჩაფიძეს, ხუჭუას და დაუშვილს.