აზერბაიჯანი AK-74M-ის ანალოგს გამოუშვებს

  11:28:19     09-07-2011

აზერბაიჯანმა ავტომატ AK-74M-ის სერიული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აპა“ ავრცელებს. იარაღი რუსული კონცერნის, „იჟმაშის“ ლიცენზიით გამოვა. ავტომატები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისათვის იწარმოება, სახელწოდებით „ხაზრი“ და რუსული ვერისიისაგან რიგი განსხვავებები გააჩნია, მაგალითად, ღამის ხედვის მოწყობილობები, ლაზერული სისტემა და სხვა. 

პირველ ეტაპზე, ავტომატი რუსული დეტალებით აიწყობა, ხოლო შემდეგ ამ დეტალების აზერბაიჯანში წარმოებაც იგეგმება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ხუთი ათასი ასეთი ავტომატის გამოშვებას გეგმავს.