სირიაში შეტაკებები გრძელდება

  11:27:48     09-07-2011

სახელისუფლო ძალებსა და მანიფესტანტებს შორის მორიგი შეტაკების შედეგად, სირიაში წუხელ 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციას ადგილობრივ ადამიანის უფლებათადამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მცირე ხნით ადრე, გავრცელდა ცნობა, რვა მანიფესტანტის დაღუპვის შესახებ. სირიაში, როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციები, მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. პირველი დემონსტრაციები ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ დარააში გაიმართა და მთელ ქვეყანას მალევე მოედო.

მას შემდეგ, არეულობებების დროს, უსაფრთხოების ძალებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად, 1,35 ათასი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური მონეცემებით, მოვლენების დაწყების შემდეგ, დემონსტრანტებმა 340 სამხედრო მოსამსახურე და უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი მოკლეს.