სენდვიჩი ამერიკულად

  11:22:31     09-07-2011

მასალა:

4 თხელი ნაჭერი შავი პური

1 ჭიქა წიწმატის ყვავილი

1 სუფრის კოვზი მაიონეზი და ½ სუფრის კოვზი კარაქი

წყლის წიწმატის ყვავილები გავრეცხოთ და 5 წუთით დავტოვოთ ძალიან ცივ წყალში. 2 ნაჭერ პურს წავუსვათ მაიონეზი, ზემოდან მჭიდრო ფენად დავაწყოთ წიწმატის ყვავილები, დავაფაროთ პურის მეორე ნაჭერი, რომელსაც წინასწარ კარაქი უნდა წავუსვათ. ეს სენდვიჩი გავაფორმოთ რამოდენიმე საღი ყვავილით და მაშინვე მივიტანოთ სუფრაზე.