
იტალიაში ქართველ ტურისტს სცემეს
12:01:54     16-05-2019
იტალიის ქალაქ პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველ ტურისტს სცემეს.
ამის შესახებ პორტალი blogsicilia.it წერს.
ქართველი ტურისტი იტალიელ ადვოკატთან ერთად იყო. მათ ავტომობილთან 5 ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ისინი გაძარცვეს.
სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.