საბერძნეთის პოლიციამ 29 წლის ქართველი გოგონა ათენში გარდაცვლილი იპოვა - "იკვეთება ძალადობის ნიშნები... ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს"

  18:04:59     15-05-2019

"დიასპორა.ჯის" ინფორმაციით, საბერძნეთში 29 წლის  ქართველ გოგონას გუშინ შუადღის შემდეგ ეძებდნენ.

ბერძნული საინფორმციო პორტალის, "პროტო თემას" მიერ გავრცელებული ცნობით, ქალაქ ათენის გარეუბანში,  კერძოდ კალითეაში, 29 წლის საქართველოს მოქალაქე , საძინებელში მოკლული იპოვეს.

პოლიციიის განცხადებით, იკვეთება ძალადობის ნიშნები, რადგან მას ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. თავად სახლს კი არ ეტყობა, რომ იქ ვინმე ძალადობრივად შეიჭრა.