რენესანსის არქიტექტურა იტალიაში - პიტის სასახლე

  11:19:12     09-07-2011

პიტის სასახლე რენესანსის სტილის უზარმაზარი სასახლეა ფლორენციაში. მდებარეობს მდინარე არნოს სამხრეთ სანაპიროზე, პონტე ვეკიოს (ძველი ხიდი) სიახლოვეს. სასახლის ძირითადი ნაწილი 1058 წლით თარიღდება და თავდაპირველად, ამბიციური ფლორენციელი ბანკირის, ლუკა პიტის რეზიდენცია იყო. 1539 წელს, მედიჩების ოჯახის მიერ იქნა შესყიდული, როგორც ტოსკანის დიდი საგრაფოს მმართველი ოჯახის ოფიციალური რეზიდენცია.

მე-19 საუკუნეში პალაცო, იმხანად უდიდესი განძთსაცავი, ნაპოლეონ I-ის მიერ საყრდენ ბაზად იქნა გამოყენებული, მოგვიანებით კი, როგორც გაერთიანებული იტალიის მთავრი სამეფო სასახლე. მე-20 საუკუნის დასაწყისში პალაცო, მისი ქონებითურთ, სახალხო საკუთრებაში გადასცა მეფე ვიქტორ ემანუელ III-მ, და შედეგად, სასახლის კარები გაიხსნა საზოგადოებისთვის, როგორც ფლორენციის უდიდესი სამხატვრო გალერეის. ამჟამად, რამდენიმე მცირე დანამატის გარდა მედიჩების ოჯახის განძთან ერთად, სასახლეში სახალხო ბიბლიოთკაცაა.