რატომ დასჭირდა მარკ ცუკერბერგს შთაბეჭდილების მოხდენა ემანუელ მაკრონზე
15:20:45     13-05-2019
პარასკევს, Facebook-ის აღამასრულებელი დირექტორი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის მავნე კონტენტის თავიდან აცილება და რეგულაციის შემოღება იყო.
როგორც ჩანს, შეხვედრაზე გაიჟღერა დიალოგმა სოციალური მედიის მონოპოლიის შესახებ.
ევროპის კომიტეტის რწმუნებულმა მარგარეტ ვესტეიგერმა თქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ ოფისი Facebook-ზე საგამოძიებო პროცესებს არ ახორციელებდა, ის კომპანიის მონაცემებს მონიტორინგს მაინც უწევდა.
მისმა ასეთმა კომენტარმა გაიჟღერა გერმანიის ანტიმონოპოლიური ოფისის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ Facebook საკუთარ დომინანტობას ბაზარზე ბოროტად იყენებდა, კერძოდ, კი მონაცემებს მის მფლობელობაში არსებული აპლიკაციებიდან Instagram, Whatsapp, ინფორმაციას იყენებდა.
ცუკერბერგი შეხვდა გავლენიან ადამიანს, რომელსაც გააჩნია სპეციალური გათვლა თუ რა პრინციპით იმუშავებს ევროკავშირის სამომავლო ინტერნეტ-მონაცემების მარეგულირებელი სისტემა.
მაკრონის ძალა
მაკრონი ადამიანია, რომელსაც დიდი როლი უკავია, როგორც დიდი ბრიტანეთის ევროპული კავშირიდან გასვლის, ასევე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებაში.
როგორც ბრუკინგის ინსტიტუტის მოწვეულმა ლექტორმა სელია ბელინმა თქვა, მაკრონი თვლის, რომ მას საკუთარი გავლენის დახმარებით ევროპულ კომიტეტში მისთვის სასურველი პრეზიდენტის არჩევა შეუძლია.
Facebook ადმინისტრაცია უარს ამბობს პარასკევს განხილულ საკითხებზე გააკეთოს კომენტარი. როგორც თავად ცუკერბერგმა განაცხადა, მოლაპარაკებები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფიდენციალურობა, მონაცემთა პორტაბელურობა და საარჩევნო ჩარევა.