რომში სახლის გაქურდვის მცდელობის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავეს
13:42:14     08-05-2019
რომში სახლის გაქურდვის მცდელობის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც იტალიური მედია იუწყება, ინციდენტი 7 მაისს, ვინე ნუოვეს რაიონში მოხდა. პოლიციას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეატყობინეს, რომ საეჭვო პიროვნება შენიშნეს.
ადგილზე მისულმა პოლიციამ ნახა მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ ბინაში შეღწევას ცდილობდა. სამართალდამცავების დანახვის შემდეგ ის გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს.
გამომძიებლები აცხადებენ, რომ დაკავებული 46 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ბინების გაქურდვისთვის ადრეც იყო ნასამართლევი. პოლიციამ დაპატიმრებული მამაკაცის მანქანიდან ხელსაწყოები ამოიღო, რომელსაც ის ბინების გაქურდვის დროს იყენებდა.