თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
12:11:58     07-05-2019
ტრაპზონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას 130 ცალი ყალბი 500-ევროიანი აღმოუჩინეს. თურქული მედიის ინფორმაციით, კაცი საიუველირო მაღაზიაში დააკავეს.
მაღაზიის მეპატრონე ყვება, რომ კაცს ოქროს სამკაულის ყიდვა უნდოდა და გამყიდველს 500-ევროიანი მიაწოდა. მაღაზიის მეპატრონემ ფული გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ყალბი იყო.
გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე გაქცევას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 130 ცალი ყალბი 500-ევროიანი ბანკნოტი, რომელთაც რუსული წარწერა აქვს.