სამხრეთ სუდანმა საომარი მზადება დაიწყო
10:36:34     08-07-2011
სამხრეთ სუდანის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ, ჩრდილოეთმა მასთან საომარი მოქმედებები, შესაძლოა, კვლავ განაახლოს. ამის შესახებ სუდანის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის ბრიგადის გენერალმა, მალაკ აიენ აჟოკმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, მაისის ბოლოს, სამხრეთ სუდანის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარების შემდეგ, ქვეყანაში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. მოხდა საომარი შეტაკებებიც, თუმცა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შედეგად, მხარეები, სადავო რეგიონში, ეთიოპიური სამშვიდობო კონტიგენტის განლაგების შესახებ შეთანხმდნენ.
დღესდღეობით, სამხრეთ სუდანის ხელისუფლება ჩრდილოეთს მის ტერიტორიაზე ამბოხებულთა დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებენ. „თუ ჩრდილოეთის არმია ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმას განახორციელებს, ჩვენ სხვა გზა აღარ გვექნება, გარდა საკუთარი ქვეყნის იარაღით ხელში დაცვისა“ - აცხადებს სამხრეთელი გენერალი.