რუსეთის დამარცხების გზა არაძალადობრივი მეთოდებით
18:12:10     06-05-2019
კორპორაცია RAND.ORG-ი აქვეყნებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ აშშ-სა და მის მოკავშირეებს არაძალადობრივი და ძვირადღირებული მეთოდებით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში დაუპირისპირდნენ რუსეთს და გამოიწვიონ დისბალანსი მის ეკონომიკასა თუ პოლიტიკურ პოზიციაში.
„რუსეთი ამერიკასთან კონკურენციის მხრივ ყველაზე დაუცველი ეკონომიკის მხრივაა, რომელიც შედარებით მცირეა და დამოკიდებულია ენერგო ექსპორტზე.
რუსეთის მმართველების შეშფოთება დაკავშირებულია რეჟიმის სტაბილურობასა და ხანგრძლივობასთან, ხოლო ქვეყნის ძლიერ მხარეს წარმოადგენს სამხედრო და საინფორმაციო სფეროები“, - ნათქვამია ანგარიშში.
თეზისი მისაღები ზომების შესახებ:
1. აშშ-ში ენერგეტიკული წარმოების გაფართოებამ შესაძლოა, გამოიწვიოს კრიზისი რუსეთის ეკონომიკაში;
2. ვაჭრობის განვითარებამ და ფინანსური სანქციების შემოღებამ შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთის ეკონომიკის დეგრადაცია;
3. ევროპის ენერგომატარებლებისგან გაზის იმპორტის ზრდა რუსეთის გარდა, ევროპას რუსეთის ენერგეტიკული წნეხისგან დაიცავს;
4. წახალისება რუსული ემიგრაციისა, რომელიც კვალიფიციური და განათლებული ახალგაზრდებისგან შედგება, შეიძლება დაეხმაროს აშშ-სა და სხვა მასპინძელ ქვეყნებს, დააზარალონ რუსეთი;
5. უკრაინისთვის ლეტალური დახმარება;
6. დნესტრისპირეთში სიტუაციის შეცვლა და რუსული სამხედრო ძალების რეგიონიდან განდევნა იქნება რუსეთის პრესტიჟზე დარტყმა;
7. რუსეთის იმიჯის დაცემა უცხოეთში, მიმართული იქნება რუსეთის ავტორიტეტის და გაავლენის შემცირებისაკენ, რაც ძირს გამოუთხრის რეჟიმის პრეტენზიებს რუსეთის ძველი დიდების აღდგენასთან დაკავშირებით;
8. რუსეთის გადამწყვეტი სტრატეგიული მიზნების ფარგლებში, ბომბდამშენების გადაადგილებას აქვს წარმატების ძალიან მაღალი ალბათობა და უცილობლად, მიიქცევს მოსკოვის ყურადღებას და გამოიწვევს რუსეთის შეშფოთებას;
9. ევროპის და აზიის რეგიონებში დამატებითი ბირთვული იარაღის განთავსება გააძლიერებს რუსეთის შეშფოთებას, რაც საგრძნობლად გაზრდის ინვესტიციებს საჰაერო თავდაცვის სფეროში;
10. ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმოდგენამ და პოზიციების გაფართოებამ, რუსეთი შესაძლოა აიძულოს გაზარდოს თავისი სამხედრო-საზღვაო ინვესტიციები, რითაც ჩამოშორდება ინვესტიციებს პოტენციურად უფრო საშიში რაიონებიდან;
11. სამხედრო-საზღვაო ქვედანაყოფის გაძლიერება ფიკუსირებული იქნება ახალი იარაღის წარმოებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ამერიკულ წყალქვეშა ნავებს დაემუქრონ უფრო ფართომასშტაბიან სამიზნეებს და რუსულ წყალქვეშა ნავებს ბირთვული ბალისტიკური რაკეტებით;
12. ევროპაში ნატოს სწავლებების ზომა და სიხშირე, მზადყოფნის და შეკავების საშუალებას იძლევა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა საპასუხო მოქმედება რუსეთიდან, თუ სწავლებები არ მოემსახურება საშიშ სიგნალს;
13. ახალი ტექნოლოგიების დამატებითი ინვესტიციები, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის წინააღმდგეგ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თავდაცვას და ასევე, რუსულ ინვესტიციებს აიძულებს ზრდას, კონტრსაწინააღმდეგოდ.
RAND.ORG-ი აღნიშნავს რომ განხილული ვარიანტების უმრავლესობას ესკალაციური ხასიათი აქვს და მათი დიდი ნაწილი კონკრეტულ რისკებს შეიცავს, რომელიც დაკავშირებულია იმ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს.
ეს ნიშნავს, რომ თითოეული ეს ვარიანტი სპეციალურ დაგეგმვას მოითხოვს, სასურველი ეფექტის მისაღებად. ამ კონკურენციაში ორივე მხარეს მოუწევს ეროვნული რესურსების სხვა მიზნებზე გადანაწილება. ამიტომ ვარიანტები უნდა განიხილებოდეს ნაციონალური პოლიტიკის ფართო მასშტაბში, რომელიც დაფუძნებული იქნება თავდაცვაზე, შეკავებაზე და ინტერესების დამთხვევის შემთხვევაში, აშშ-ს და რუსეთს შორის ურთიერთთანამშრომლობაზეც.