ალუბლის ფაფა გერმანულად
10:33:14     08-07-2011
მასალა:
1 ლიტრი დო
170 გრამი მანანის ბურღული
1 სუფრის კოვზი კარაქი
500 გრამი უკურკო ალუბალი
2 ცალი კვერცხი
1 პაკეტი ვანილი
შაქარი გემოვნებით
ლიმონის ცედრის ნაჭერი
დოთი მოვხარშოთ მანანის ფაფა, დავამატოთ ლიმონის ცედრა, ვანილი და შაქარი გემოვნებით. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ კვერცხის გული, როდესაც ფაფა ცოტა შეგრილდება, დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის ცილაც. ფორმას წავუსვათ კარაქი და ¾ -ით შევავსოთ ფაფით. ფაფაზე მოვათავსოთ მომზადებული ალუბლის ნახევარი პორცია, ალუბალზე ისევ ფაფა. ალუბალს მსუბუქად მოვაყაროთ შაქარი. პუდინგის ზედაპირზე დავაწყოთ კარაქის კუბიკები და ცოტა ხნით შევდგათ ღუმელში.