შაქრის ჩხირები

  10:32:40     08-07-2011

მასალა:

250 გრამი გაცრილი ფქვილი

250 გრამი დაჭრილი მიწის თხილი

1 ჭიქა შაქარი

2 ცალი ათქვეფილი კვერცხი

1 სუფრის კოვზი რძე

1-2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი

½ ჩაის კოვზი მარილი

ყველა კომპონენტი ავურიოთ ერთმანეთში (თუ საჭიროა, დავამატოთ კიდევ ცოტა ფქვილი). ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ სისქის ფირფიტად, დავჭრათ 8X2 სმ ზომის ნაჭრებად და საშუალო ტემპერატურაზე ვაცხოთ ტაფაზე 20 წუთის განმავლობაში.