სერბეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობისთვის დააკავეს

  22:22:57     01-05-2019

სერბეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ უჟიცეში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

40 წლამდე ასაკის მოქალაქეები ოქროს სამკაულების, ფულის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი.    

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მოპარული ნივთები საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო. საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალს 48 საათში წაუყენებენ.