ვაშლის შტრუდელი

  16:11:34     30-04-2019

ლიმონი - 1/2

ქიშმიში - 80 გ

შაქარი - 150 გ

კარაქი - 120 გ

დარიჩინი - 1 ჩ.კ

ნიგოზი - 100 გ

ზეთი - 50 მლ

ფქვილი - 270 გ

ვაშლი - 1 კგ (6 ცალი)

საფანელი - 50 გ

შაქრის პუდრი - 40 გ

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ მარილი, ზეთი და 125 მლ წყალი, მოზილეთ ცომი

ის უნდა იყოს რბილი და ელასტიური.

მოაგუნდავეთ ცომი, გადაუსით ზეთი, გაახვიეთ ცელოფანში და დადგით 30-40 წთ-ით. 

ქიშმიში გავრეცხოთ, გავაშროთ, დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი. აქვე დავამატოთ დაჭრილი, გათლილი ვაშლი, რომელსაც ლიმონის წვენს დავასხამთ, შემდეგ შაქარი და დარიჩინი მოვაყაროთ.

დაფაზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი მსუბუქად.

შემდეგ ეს ცომი გადაიტანეთ სუფთა ტილოზე რომელზეც ასევე ფქვილი იქნება მოყრილი.

შეყავით ხელი ცომის ქვეშ და ხელის გულით ქვემოდან და ფრთხილად წელეთ ცომი იქამდე რომ ქვეშიდან ჩანდეს ტილოს ნახატი, ერთი სიტყვით ცომი საკმაოდ თხელი უნდა იყოს. ეს სწრაფად უნდა გააკეთოთ რომ ცომი არ გამოშრეს, მაგრამ არც გაიხეს.

წაუსვით ცომს გამდნარი კარაქი და მოაყარეთ საფანელი. ნაპირამდე 4-5 სმ თავისუფალი დატოვეთ, ერთ ბოლოს კი 15 სმ, ეს იქნება შტრუდელის ზედა ხრაშუნა ფენა. შემდეგ მოაყარეთ გულსართი. გადაახვიეთ შტრუდელი ისე, რომ თავისუფალი ბოლო ზემოდან მოექცეს. გადახვევის დროს შემოუკეცეთ გვერდებიც, 

გადაიტანეთ შტრუდელი ნაკეცით ქვეშ საცხობ ფურცელზე, სადაც ცხიმწასმული ფოლგა ან საცხობი ქაღალდია ჩაფენილი.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წთ-ით. გამოცხობის დროს შტრუდელს 1-2-ჯერ წაუსვით კარაქი.

მზა შტრუდელი გამოიღეთ ღუმელიდან, გადაიტანეთ ფოლგასთან ერთად ბადეზე და კიდევ წაუსვით ცოტაოდენი კარაქი.

ცხელსვე დააყარეთ შაქრის პუდრა სქლად. 

სუფრასთან მიიტანეთ თბილი, საშუალო ზომაზე დაჭრილი. უხდება ვანილის ნაყინი.