ხაჭაპურის განსხვავებული რეცეპტი

  14:21:50     30-04-2019

ფქვილი - 400 გ

კეფირი - 1 ჭიქა

სოდა - 1 ჩ/კ

მარილი - 1 ჩ/კ

ყველი - 300-400 გ

კამა,ოხრახუში,ქინძი

კარაქი

ინგრედიენტები სოუსისთვის

მაწონი - 200 მლ

ნიორი - 2 კბილი

დაჭრილი მწვანილები - 3 ს/კ

დაუმატეთ კეფირს სოდა და გააჩერეთ 5 წუთით.

დაუმატეთ ფქვილს მარილი, კეფირი და მოზილეთ ელასტიკური ცომი.

კარგად მოზელილი ცოლი ამოავლეთ ფქვილში და დატოვეთ 10 წუთი ( თავზე დააფარეთ ტილო).

გახეხილ ყველს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილები და თუ საჭიროა,მარილი.

ცომი გაყავით 5 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ თხლად და დაუმატეთ ყველიანი შიგთავსი. კარგად დაბრაწეთ ტაფაზე და შემდეგ გადაუსვით კარაქი.დაიმახსოვრეთ, ხაჭაპური უნდა გამოვიდეს ძალიან თხელი.

სოუსისთვის მაწონს გაურიეთ დაჭრილი ნიორი და მწვანილები.