Dapp - თიბისი დაზღვევის აპლიკაცია, რომლითაც დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლია

  16:23:37     25-04-2019

Dapp

დაპი თიბისი დაზღვევის mobile აპლიკაციაა, მისი დახმარებით შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშავო დამატებითი შემოსავალი. 

როგორ მუშაობს

თუ შენს სამეგობროში ან სანაცნობოში ვინმეს მანქანის ან სახლის დაზღვევა სურს, dapp-ის დახმარებით შეგიძლია მისი საკონტაქტო ინფორმაცია თიბისი დაზღვევაში გააგზავნო. 

უფრო კონკრეტულად

აპლიკაციაში უნდა შეიყვანო დაინტერესებული პირის ტელეფონის და პირადი ნომერი და მას თიბისი დაზღვევის მენეჯერები ავტომატურად დაუკავშირდებიან. Dapp - ის საშუალებით ასევე შეგიძლია, თვალი ადევნო შენ მიერ შევსებული საკონტაქტო პირის დაზღვევის მიმდინარე სტატუსს.

საიდან გადმოვწერო DAPP

აპლიკაციის გადმოწერა app/play store-დან არის შესაძლებელი.

დეტალებს აპლიკაციის შესახებ გაეცანი თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე.