
თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს
09:55:38     25-04-2019
ანკარაში, სავაჭრო ცენტრებში ელეტრონული ტექნიკის ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, მათ 3 თვის განმავლობაში 6 სხვადასხვა სავაჭრო ცენტრი გაქურდეს.
პოლიციამ ყველა სავაჭრო ცენტრის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა და ქურდების ვინაობა დაადგინა. როგორც ირკვევა ამ ხნის განმავლობაში ელეტქრონული ტექნიკის მაღაზიებში ქურდობას საქართველოს 3 მოქალაქე ახორციელებდა.
საგამოძიებო სამუშაოების ჩატარების შედეგად, ქურდები ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს.
დაკავებისას მათ თან ჰქონდათ ნიღბები და სათვალეები. დაკავებულებს ბრალი 9 სხვადასხვა დანაშაულისთვის ედებათ. გამოძიების დასრულების შემდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება