ყაჩაღობა დანით და მაკრატლით - რა მოხდა გორსა და ზუგდიდში?
09:13:10     25-04-2019
იმის გამო რომ შს მინისტრი გახარია თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და რესურსს პოლიტიკურ დევნასა თუ ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესების დაცვაზე ხარჯავს, სულ უფრო მეტად მძიმდება კრიმინოგენური მდგომარეობა.
გვიან ღამით, ყაჩაღობა მოხდა ზუგდიდის ცენტრში. უცნობი პირი მაღაზია "სანდეიში" შეიჭრა და დანის მუქარით მოლარეს ფული წაართვა.
შსს აცხადებს რომ ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, თუმცა, ამ მომენტამდე ის დაკავებული არ არის.
გუშინვე, ყაჩაღობა მოხდა გორშიც. უცნობი პირი მაკრატლით დახვდა მოქალაქეს სადარბაზოში და დააყაჩაღა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობა დადგენილი არ არის.