შსს: ლევან ჯიბღაშვილის მანქანიდან 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი MDMA ამოვიღეთ

  15:16:52     24-04-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზა დასრულდა. შსს-ს ცცნობით, მანქანიდან 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ამოიღეს.

"განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით", - ამბობენ შსს-ში.

ლევან ჯიბღაშვილის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავების შესახებ ინფორმაცია 22 აპრილს გავრცელდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს.