საფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვაში ერთ-ერთი ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა
13:42:27     24-04-2019
„ლე პარიზიენის“ ინფორმაციით, საფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვაში ბრალდებულები დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც არის.
გამოძიების მიხედვით, ბოროტმოქმედები ფულს ბანკომატების გატეხვის გარეშე იპარავდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის სამმა წევრმა, 30-ზე მეტ ბანკომატში ჰაკერული პროგრამის დახმარებით შეაღწია.
როგორც ირკვევა დამნაშავეები ამ მეთოდს 2018 წლის სექტემბრიდან მიმართავდნენ. ისინი პოლიციამ გასულ კვირას აიყვანა.
დაპატიმრებულია ბელორუსის, ლიეტუვისა და საქართველოს მოქალაქე.