
ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
17:34:33     23-04-2019
მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ბიზნესმენი და მსახიობი გუშინ დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.
ადვოკატის ცნობით, ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს, თუმცა, მსახიობი აცხადებს, რომ ამოღებული ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.